კონტროლერის შესახებ
PlayStation 5 Contoller – იგივე Dualsense Wireless Controller განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ PlayStation 5 ის ნებისმიერი ტიპის კონსოლისათვის, იგი გამოირჩევა განმაცვიფრებელი დიზაინითა და კომფორტით, რომელიც მოთამაშეს ხელს უწყობს უფრო კომფორტულ გარემოში ითამაშოს/გამოიყენოს კონტროლერი.
რა შეუძლია?
- სრული დატენვით ძლებს 6 დან 12 საათამდე
- აქვს სენსორის მხარდაჭერა
- ფერების სიმრავლე
- ვიბრაცია და შეგრძნება
- მოსახერხებელი
უპირატესობები
- არ ჯდება მალე
- გამძლეა
- არ აქვს Delay (არ ჭედავს)
- გააჩნია უახლესი Wireless მხარდაჭერა
საგარანტიო პირობები
პროდუქტის შეძენამდე, მომხმარებელი რომელიც ყიდულობს ჩვენს პროდუქციას ვალდებულია გაეცნოს სამომხმარებლო წესებსა და პირობებს, საგარანტიო წესებსა და მის მახასიათებლებს, რომლებიც წარმოდგენილია ჩვენს ვებ საიტზე.
საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება/გაუქმებულია თუ:
- გასულია საგარანტიო ვადა.
- საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია, დაკარგულია ყუთი და ჩეკი.
- საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია.
- საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან/და ამძვრალია სერ/ნომერი, იმეი კოდი.
- მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი.
- მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით, არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის.
- ნივთი დაზიანებულია პირატული/ჰაკერული ჩარევის შედეგად.
- დაზიანება გამოწვეულია სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულების შედეგად.
- მოწყობილობა დაზიანდა მომხმარებლის მიერ ტრანსპორტირების დროს.
- მოწყობილობა დაზიანდა მის გვერდით მდგომი სხვა მოწყობილობის გამო.
- მოწყობილობა გახსნილია/დაშლილია თვითნებური შეკეთების ან სხვა რაიმე მიზნით.
- დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხეების შეღწევით .
- დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი.
- დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი.
- დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ.
- დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების/პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.
Important information!
პროდუქტის ყიდვამდე გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ საგარანტიო-სამომხმარებლო წესებსა და პირობებს!